logo_geo
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება
- +

30 აგვისტო. 2018. 19:39

 

 

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება. გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.

 

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში (რუსთაველის გამზირი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) იქნება მიღებული და ცნობილი გახდება რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

 

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმია წარმოდგენილი:

  • „ხიბულა" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
  • „ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში;
  • „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
  • „დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
  • „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;
  • „ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი;

 

წარმოდგენილი ფილმებიდან ოსკარზე საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა.

კომისია სულ 9 წევრისგან შედგება:

  1. მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი;
  2. დიმიტრი მამულია - რეჟისორი;
  3. გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი;
  4. ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი;
  5. ია შუღლიაშვილი - მსახიობი;
  6. კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი;
  7. ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი;
  8. გოგი მიქელაძე - მხატვარი;
  9. ნინო მხეიძე - კინომცოდნე;

 

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი