logo_geo
1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე ჯგუფი The Chemical Brothers კონცერტს გამართავს
- +

31 აგვისტო. 2018. 12:38

 

 

1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე, ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება.

 

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან  შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

 

The Chemical Brothers-ის შოუზე დასწრების მსურველებს, 1 სექტემბერს, 16:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომამდე და უკან მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ.

 

რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომი კი მსმენელს 17:00 საათიდან უმასპინძლებს. The Chemichal Brother-ის შოუს დაწყებამდე, მელომანების განწყობაზე „ელექტრონავტი 2015“ ირაკლი ბერიკაშვილი პროექტით  OPEN MIRROR A.K.A BERIKA და MACHAIDZE იზრუნებენ; ქართველი მსმენელის წინაშე ასევე, ჯგუფის მხარდამჭერი არტისტი JAMES HOLROYD წარდგება.  The Chemichal Brother-ის შოუს დასრულების შემდეგ კი, სცენას ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი DJ Jorjick დაიკავებს.

 

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Chemical Brothers, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.

 

The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე  8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

 

ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა - „Block Rockin' Beats“, „Hey Boy Hey Girl“, „Galvanize“, „The Salmon Dance“, „Do It Again“, „Swoon“ და სხვა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი