logo_geo
„ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ იბრძოლებს
- +

1 სექტემბერი. 2018. 03:17

 

 

რე­ჟი­სორ ზაზა ხალ­ვა­შის ფილ­მი ნამე" „ოს­კა­რის“ უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ის­თვის იბრძო­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქართველოს კან­დი­და­ტი ფილ­მი „ოს­კა­რის“ უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ის­თვის დღეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ, ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, ხმა­თა დიდი უმრავლე­სო­ბით გა­მო­ავ­ლი­ნა.

 

„ოს­კარ­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტი ფილ­მის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად სულ 6 ფილ­მი იბრძო­და: რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის „ხი­ბუ­ლა" , რე­ჟი­სორ ზაზა ხალ­ვა­შის „ნამე", რე­ჟი­სორ თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლის „ჰო­რი­ზონ­ტი", რე­ჟი­სორ მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის „დედე", რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძის „ექ­ვთი­მე ღვთის­კა­ცი" და რე­ჟი­სორ გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის „ჰამ­ლე­ტი".

 

ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის 91-ე ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­ნო­მოვ­ლე­ნაა, 2019 წლის 24 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი