logo_geo
მიხეილ ბარიშნიკოვი თბილისში მონოსპექტაკლს გამართავს
- +

13 სექტემბერი. 2018. 02:15

 

ლეგენდარული მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვი თბილისში იმყოფება. ბარიშნიკოვი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

 

14,15 და 16 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრში მონოსპექტაკლი „ბროდსკი ბარიშნიკოვი“ გაიმართება , რომელიც მოცეკვავემ მეგობარს, ნობელის პრემიის ლაურეატს, პოეტ იოსიფ ბროდსკის მიუძღვნა. საათნახევრიანი მონოსპექტაკლი ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა დადგა.

 

მიხეილ ბარიშნიკოვი ქართულ ნაციონალურ ბალეტში „სუხიშვილების“ რეპეტიციაზე დღეს საკუთარი სურვილით მივიდა. გუშინ ბარიშნიკოვი ჯანსუღ კახიძის ცენტრში, ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტის რეპეტიციაზე იმყოფებოდა.

 

მიხეილ ბარიშნიკოვი 1948 წელს რიგაში დაიბადა. ცეკვავდა ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1974 წელს, გასტროლების დროს კანადაში დარჩა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

 

 

 

big_banner
არქივი