ამერიკული ანიმაციური სერიალი „ტომი და ჯერი“ ეკრანებზე ბრუნდება. ინფორმაციას „Variety“ ავრცელებს.
საკულტო პერსონაჟები ეკრანებზე 2019 წლის ბოლოს გამოჩნდებიან. სურათზე კომპანია Warner Bros-ი მუშაობს.
სერიალი ამჯერად მხატვრული ფილმის სახით იქნება წარმოდგენილი.
ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერ არის გადაღებული. მისი მწარმოებელია კომპანიაა Metro-Goldwyn-Mayer. სიუჟეტი შეიცავს კატისა და თაგვის დაუსრულებელი კონფლიქტის ამბავს.