logo_geo
ნიკო ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის თიზერს „ალბერტინას მუზეუმი“ Facebook-ზე აქვეყნებს
- +

18 ოქტომბერი. 2018. 03:31

 

 

ნიკო ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის თიზერს „ალბერტინას მუზეუმი“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

 

როგორც „ალბერტინას მუზეუმის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, მუზეუმი საგამოფენო სივრცეს უთმობს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის გამოფენას – „მისი კაშკაშა და დამაჯერებელი ნამუშევრები ძველი საქართველოს ცხოვრებიდან სცენებსა და ცხოველებს აჩვენებს, ასევე ადამიანებს… ეს არის ავანგარდული მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ…“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

გამოფენა 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნება და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

 

შალვა ამირანაშვილის მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებთან ერთად, ავსტრიაში ილია ზდანევიჩის წიგნი ”ფიროსმანაშვილი 1914”-იც გაიგზავნება.

 

გამოფენა მხატვრის გარდაცვალების ასი წლისთავს ეძღვნება.

 

„ალბერტინას მუზეუმი“ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუზეუმია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი