14 ოქტომბერს, ფრანკფურტის შემდეგ, კიოლნში, ჰაინრიჰ ბიოლის და ლევ კოპელევის მიერ დაფუძნებულმა კოპელევის ფორუმმა, კიოლნის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, დათო მაღრაძის პოეზიის საღამო გამართა.
დათო მაღრაძის გერმანული და ამერიკული წიგნები გერმანულ საზოგადოებას წარუდგინეს მისმა მთარგმნელებმა - ცნობილმა გერმანელმა პოეტმა გერტ გრუნერტმა და თსუ-ს წარმომადგენელმა, ფილოლოგმა ნინო პოპიაშვილმა.