logo_geo
რეჟისორი გილერმო დელ ტორო „პინოქიოს“ გადაიღებს
- +

23 ოქტომბერი. 2018. 12:51

 

 

„ოსკარის“ მფლობელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო „პინოქიოს“ გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „Variety“ ავრცელებს.

 

მექსიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო დისნეის „პინოქიოს“ ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი იტალიაში 1930 წელს ვითარდება.

 

გადაღებები  ნოემბრის დასაწყისში დაიწყება.

 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ანიმაცია „პინოქიო“ 1940 წელს გამოვიდა.

 

ანიმაცია გადაღებული იყო კარლო კოლოდის წიგნის „პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი“ მიხედვით. ანიმაციურ ფილმს მიღებული აქვს რამდენიმე „ოსკარი“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი