logo_geo
ალბერტინას მუზეუმი დამთვალიერებელს ჰელოუინის დღესასწაულს ფიროსმანის ნახატით ულოცავს
- +

31 ოქტომბერი. 2018. 11:33

 

ალბერტინას მუზეუმი საკუთარ გვერდზე ნიკო ფიროსმანის 1914 წელს შესრულებულ ნამუშევარს, „დათვი მთვარიან ღამეში“ აქვეყნებს. „ცოტა საშიში და ბნელი, არაჩვეულებრივი და ზუსტი ჰელოუნისთვის“,- წერია მუზეუმის ფეისბუქ-გვერდზე.

 

ცნობილი მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებს მოუწოდებს, ნიკო ფიროსმანის გამოფენა ჰელოუინის დღესასწაულის დადგომამდე დაათვალიერონ.

 

NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds – ამ სახელწოდების გამოფენის დათვალიერება ალბერტინას მუზეუმში 26 ოქტომბერს გაიხსნა და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი, ასევე 1972 წელს, პარიზში ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

 

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც სწორედ მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

 

აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც მასპინძლობს, მათ შორის წარმოდგენილია იოშიმოტო ნარასადა ანდრო ვეკუას ნამუშევრებიც.

 

გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი