logo_geo
„სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი გამოჩნდა
- +

3 ნოემბერი. 2018. 15:18

 

„სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი, „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გამოჩნდა.

 

ნამუშევარი ისევ რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია.

 

ნახატის საწყისი ფასი 500 000- 700 000 გირვანქა სტერლინგია.

 

ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი „სოთბის“ აუქციონის რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, პოზიტიურია, რომ ის ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

 

ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ნამუშევრის ფიქსირებული ფასი დაბალია.

 

„სოთბის“ აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ „სოთბის“ ცალკე ქართული სექცია არ აქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი