logo_geo
სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

13 ნოემბერი. 2018. 13:15

 

მარველის კომიქსების შემქმნელი და მწერალი, ლეგენდარული სტენ ლი 95 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მწერალი წლების განმავლობაში ავადმყოფობდა.

 

სტენ ლი ამერიკელი მწერალი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც ყველასთვის საყვარელი და კომიქსის შეუცვლელი გმირები შექმნა. ის იყო „Marvel Comics“-ის კომპანიის დირექტორების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი. რამდენიმე მხატვართან ერთად მან შექმნა ადამიანი-ობობა, ხალკი, დოქტორი სტრეინჯი, ფანტასტიკური ოთხეული, რკინის კაცი, დერდევილი, თორი, ადამიანები-იქსი და კიდევ მრავალი სხვა პერსონაჟი.

 

 

 

big_banner
არქივი