logo_geo
16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება
- +

15 ნოემბერი. 2018. 22:55

 

16 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება.

 

სრულაიდ უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გეორგიას“ პრეზიდენტის, ბესიკ შამუგიას განცხადებით, წელს ქართველი რეჟისორების ფილმების ნახვას მაყურებელი უკრაინის ექვს ქალაქში – კიევში, ხარკოვში, სუმიში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ლვოვსა და ჟიტომირში შეძლებს.

 

„ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმები, რომელთაც ბოლო წლებში მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული. ერთ-ერთი მათგანი ზაზა ურუშაძის „აღსარება“ – ოსკარის ნომინაციის ლონგლისტშია შესული, როგორც „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. თითოეული ფილმი ქართულ ენაზე, უკრაინული სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს შამუგია.

 

უკრაინის მასშტაბით სულ ნაჩვენები იქნება შვიდი ახალი ქართული ფილმი: „აღსარება“, „ნამე“, „ხიბულა“, „ექვთიმე“, „გრძელი ნათელი დღეები“, „სიმინდის კუნძული“ და „მოირა“.

 

კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 16 ნოემბერს კიევში გაიმართება.

 

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“. მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

big_banner
არქივი