logo_geo
საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე მე-13 ნომრად გამოვა
- +

21 ნოემბერი. 2018. 03:39

 

საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილე თამარ ედილაშვილმა Minsk-Arena-ს 15 000-კაციან დარბაზში პირველი რეპეტიცია გაიარა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა“, რომელსაც თამარ ედილაშვილი შეასრულებს, კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

 

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.

 

 

 

 

big_banner
არქივი