logo_geo
ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 85 წლის გახდა
- +

4 იანვარი. 2019. 15:23

 

დღეს, 4 იანვარს, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 85 წლის გახდა. იუბილეს ის კარიბის ზღვის კუნძულზე შეხვდება, სადაც ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებაზე მუშაობს.

 

22 იანვარს კი ლონდონის გალერეა „სააჩი“ მის ექსპოზიციას უმასპინძლებს. ანალოგიური წინადადებით ზურაბ წერეთელს პეკინის სამხატვრო მუზეუმმაც მიმართა.

 

წელს მისი ნამუშევრების გამოფენები რუსეთის რამდენიმე ქალაქშიც გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი