logo_geo
მარიამ ხაჭვანის „დედეს“ სპეციალური ჩვენება ბარსელონაში გაიმართება
- +

10 იანვარი. 2019. 03:36

 

 

ბარსელონაში ახალგაზრდა რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ სპეციალური ჩვენება გაიმართება, ინფორმაციას ფილმის რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ავრცელებს.

 

ფილმის ჩვენება 28 თებერვალს Cinemes Sant Cugat-ის დარბაზშია დაგეგმილი.

 

კინოსურათი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ დიალექტზეა.

 

კინოპროექტი „დედე” ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

“დედე” მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა.

 

ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

 

„დედე“ არაერთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალის გამარჯვებულია. მათ შორის მიღებული აქვს იუნესკო-ს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოდაჯილდოებაზე.

 

big_banner
არქივი