logo_geo
თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა
- +

21 იანვარი. 2019. 15:29

 

 

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ჰეიდარ ალიევის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თურგაი ველიზადე დაინიშნა.

 

თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრში რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა. მას დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი როგორც თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე, ასევე პოლონეთსა და ლიეტუვაში.

 

თურგაი ველიზადე, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

 

მიღებული აქვს მონაწილეობა ბაქოში, ლიეტუვასა და თურქეთში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში. დაჯილდოებულია წლის საუკეთესო რეჟისორის სტატუსით.

 

თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით დაინიშნა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი