logo_geo
„პრინცესას დღიურები“ ტელეეკრანებზე ბრუნდება!
- +

26 იანვარი. 2019. 03:14

 

 

„პრინცესას დღიურები“ 2001 წელს გადაღებული საკულტო ფილმია, რომლის ყურებაც უამრავი ადამიანისთვის დღესაც სასიამოვნო და ნოსტალგიის აღმძვრელია. კომედიური მელოდრამა გერი მარშალს ეკუთვნის და მისი ისტორია 2004 წელს კიდევ ერთხელ გაცოცხლდა მაყურებლის წინაშე, ხოლო როგორც დღეს გაირკვა, რეჟისორმა მის მესამე ნაწილზეც დაიწყო მუშაობა.

 

ფილმში ისეთი ცნობილი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც ჯული ენდრიუსი და ენ ჰეთევეია, სასიამოვნო სიახლის შესახებ დღეს სწორედ ენმა განაცხადა, როცა Watch What Happens Live-ის შოუს სტუმრობდა.

 

ენის თქმით, მსახიობებისთვის განკუთვნილი ტექსტი უკვე მზად არის და მათთვის ვისაც განსაკუთრებით სურთ მონაწილე მსახიობების სიას აქედანვე გაეცნოს, სასიამოვნო სიახლეა -  ჯული ენდრიუსი, რომელიც უკვე 83 წლისაა დიდი სიამოვნებით დათანხმდა, რომ კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინა დედოფალი კლარისის როლი.

 

შეგახსენებთ, რომ ფილმის სიუჟეტი 15 წლის მიას გარშემო ვითარდება, რომელიც სან-ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ ის შეიტყობს, რომ სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა, თუმცა სამეფო ოჯახის წევრის სტატუსის მოსარგებად მას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, რაც პირველ რიგში გოგონას გარეგნობასა და ქცევებს ეხება.

 

ფილმის მეორე ნაწილში, რომელიც 2004 წელს გადაიღეს, გოგონას უკვე 21 წელი უსრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე დედოფლის გვირგვინის მორგება მოუწევს.

 

 

ხანგრძლივი მზადების შემდეგ, ის თითქმის მზად არის ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, მაგრამ კანონის მიხედვით გაუთხოვარ პრინცესას არ აქვს სახელმწიფოს მართვის უფლება, ამიტომ მიას ეძლევა 30 დღე, რათა იპოვოს მეუღლე და გახდეს სრულყოფილი დედოფალი.

 

საინტერესოა ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები და რით გააკვირვებს რეჟისორი გულშემატკივარს, რომელიც უკვე მოუთმენლად ელის ფილმის პრემიერას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი