logo_geo
მერაია ქერიმ შესაძლოა საქართველოში კონცერტი გამართოს
- +

1 თებერვალი. 2019. 21:15

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, შესაძლოა საქართველოში მომღერალი მერაია ქერი ჩამოვიდეს. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოში მომღერალი პირველ კონცერტს Black sea Arena-ს სცენაზე, მიმდინარე წლის მაისში გამართავს.

 

„ვაგრძელებთ ინტენსიურ პროგრამას Black sea Arena-ს ბაზაზე. შესაძლებელია, რომ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, მერაია ქერი ჩამოვიდეს საქართველოში და მაისში გამართოს პირველი კონცერტი. ეს არის პროცესში. როგორც კი დაზუსტებული იქნება, შეგატყობინებთ“, - განაცხადა ქობულიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი