ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, შესაძლოა საქართველოში მომღერალი მერაია ქერი ჩამოვიდეს. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოში მომღერალი პირველ კონცერტს Black sea Arena-ს სცენაზე, მიმდინარე წლის მაისში გამართავს.
„ვაგრძელებთ ინტენსიურ პროგრამას Black sea Arena-ს ბაზაზე. შესაძლებელია, რომ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, მერაია ქერი ჩამოვიდეს საქართველოში და მაისში გამართოს პირველი კონცერტი. ეს არის პროცესში. როგორც კი დაზუსტებული იქნება, შეგატყობინებთ“, - განაცხადა ქობულიამ.