logo_geo
ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაშრომები გამოქვეყნდება
- +

4 თებერვალი. 2019. 15:54

 

 

ჯერომ სელინჯერის შვილი ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მწერლის საკმაოდ ბევრი ნამუშევარი არსებობს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

 

მისი თქმით, ის და ჯერომ სელინჯერის ქვრივი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ.

 

ჯერომ სელინჯერი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც სახელი გაითქვა ნაწარმოებით „თამაში ჭვავის ყანაში“. სელინჯერი 2010 წელს გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში მედიასთან არ კონტაქტობდა, თუმცა, მწერლის ფანები ფიქრობდნენ, რომ სელინჯერი ამ ხნის განმავლობაში წერას აგრძელებდა.

 

სელინჯერმა წიგნი უკანასკნელად 1965 წელს გამოაქვეყნა, ხოლო 1980 წელს ბოლოჯერ მისცა ინტერვიუ. მისი რადიკალიზმი მკითხველებსა და ლიტერატორებს არასდროს უქრობდა ეჭვს იმის შესახებ, რომ სელინჯერი წერდა და თანაც ბევრს. მოსაზრებებს მითქმა–მოთქმები ამყარებდა: 1999 წელს სელინჯერის ნიუ-ჰემფშირელმა მეზობელმა ჯერი ბარტმა განაცხადა, რომ წლების წინ ავტორმა მას 15–მდე გამოუქვეყნებელი წიგნის არსებობის შესახებ ამცნო, რომლებსაც საგულდაგულოდ სახლში ინახავდა. მსგავსი განცხადება სელინჯერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ჯოის მეინარდმაც გააკეთა. მეინარდი ამბობდა, რომ მწერალი ყოველდღიურდ წერდა და სულ მცირე ორი რომანი მაინც ექნება შეთხზული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი