logo_geo
შესაძლოა აჭარულ „ბორანოს“ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს
- +

9 თებერვალი. 2019. 18:21

 

აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – „ბორანოს“, შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ავრცელებს. სააღრიცხვო ბარათი სწორედ სააგენტოს ინიციატივით მომზადდა. ამჟამად „ბორანოს“ სტატუსის განხილვა მიმდინარეობს,   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას  უახლოეს დღეებში მიიღებს.

 

„ბორანო“ აჭარის მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი კერძია. ამზადებენ ქედაში, ხულოსა და შუახევში.

 

 

აჭარის მთის სამზარეულო

 

ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები ყოველ დილით ახალმოწველილ რძეს სეპარატორში – რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. ნაღებს, რომელსაც აჭარაში კაიმაღს ეძახიან, სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ. კაიმაღისგან ქალები ამზადებენ იაღს – იმავე ერბოს. სწორედ იაღია ის მთავარი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც ტრადიციული აჭარული კერძის მომზადება შეუძლებელია.

 

 

 

big_banner
არქივი