logo_geo
უნიკალური შანსი ახალგაზრდა რეჟისორებს, კონკურსი რუსთაველის თეატრში
- +

12 თებერვალი. 2019. 20:19

 

რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა. წამოწყება რეჟისურაში მოღვაწე ადამიანების პოტენციალის გამოვლინებას და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას მოემსახურება.

კონკურსი 1 თებერვლიდან, 1 მარტის ჩათვლით გამოცხადდა. 30 წლამდე ასაკის დაინტერესებულმა რეჟისორებმა განაცხადი თეატრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ. 

კონკურსის შედეგად სამი რეჟისორი შეირჩევა, რომლებსაც რუსთაველის სცენაზე სპექტაკლის დადგმის შანსი მიეცემათ. სასურველია, რომ მონაწილეებს მინიმუმ სამი სპექტაკლი მაინც ჰქონდეთ დადგმული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი