logo_geo
BBC საქართველოში ისტორიულ დრამას გადაიღებს
- +

13 თებერვალი. 2019. 12:13

 

 

გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას „Gentleman Jack“-ს გადაიღებს. ამის შესახებ ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა „Contemporary Class Magazine“-მა დაწერა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ჟურნალმა საქართველო 2019 წლის 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. როგორც სტატიაში წერია: „საქართველოში მოგზაურობა ნებისმიერ დროს არის კარგი. მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულია. გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას „Gentleman Jack“-ს გადაიღებს, ფილმი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ბრიტანელ მოგზაურს ენ ლისტერს ეძღვნება, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა და ქუთაისში გარდაიცვალა“.

 

სიაში საქართველოსთან ერთად იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ.

 

„Gentleman Jack“ BBC-სა და HBO-ს ერთობლივი პროდუქტია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი