logo_geo
ეგვიპტეში 4600 წლის სამარხში გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- +

13 თებერვალი. 2019. 21:45

 

 

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა კაიროდან 100 კილომეტრის მოშორებით, პირამიდაში ცამეტი წლის გოგოს ჩონჩხი აღმოაჩინეს. „Daily Mail“-ის ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა ტერიტორია, სადაც გათხრები განხორციელდა, 4600 წლისაა და მესამე დინასტიის ფარაონთა პერიოდს უკავშირდება.

 

სამარხს მედუმაში, ნახევრად ჩამოშლილი პირამიდის შიგნით მიაკვლიეს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი გოგონა სიკვდილის მომენტში 13 წლის იყო. ცხედართან ერთად არქეოლოგებმა ცხოველის ორი თავის ქალა და ამდენივე კერამიკის ნაკეთობა იპოვეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი