logo_geo
დოლბის თეატრი „ოსკარის“ ცერემონიისთვის 40 ათასი ვარდით გაფორმდება
- +

20 თებერვალი. 2019. 10:47

 

დოლბის თეატრი 40 ათასი ვარდით გაფორმდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ოსკარის“ სცენის დიზაინერი დევიდ კორინსი ავრცელებს.

 

„ეს არის ერთ-ერთი მონახაზი იმ მრავალი დიზაინიდან, რომელსაც 91-ე „ოსკარზე“ ნახავთ. უკვე ვთქვი, რომ სცენაზე 40 ათასი ცოცხალი ვარდი გვექნება?“- წერს კორინსი.

 

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება. კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღონისძიებას წელს პირველად, პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

 

პირველი არხის მაყურებელს შოუს განმეორებით ნახვის შესაძლებლობა 25 თებერვალს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ ექნება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი