logo_geo
ქართველი დისიდენტის ვალერი ჭალიძის არქივს საქართველოში ჩამოიტანენ
- +

20 თებერვალი. 2019. 15:55

 

„მალე საქართველოში ეროვნებით ქართველი დისიდენტის, ვალერი ჭალიძის უნიკალური არქივი ჩამოვა“, -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დისიდენტის ცხოვრებით ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევართა სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი დაინტერესდა და ცნობები შეაგროვა.

 

„ჭალიძე აპროტესტებდა ქართული ისტორიული ძეგლების ნგრევას, მოლდავეთში პესტიციდებით მოსახლეობის მოწამვლას, არალის ზღვის დაშრობას, უზბეკეთში ბამბის კორუფციას, პატიმრების წამებას, აზერბაიჯანსა და საქართველოში განათლების პრობლემებს, უკრაინასა და ბელორუსიაში მშობლიური ენის აკრძალვას, ჰომოსექსუალობისა და  პირადი ცხოვრების გამო მოქალაქეების დასჯას, ქალების უფლებების დარღვევას. შესწავლილი ჰქონდა კორუფციისა და კრიმინალის მასშტაბები საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში. ჭალიძე ამერიკაში გამოსცემდა „მიმდინარე ქრონიკებს“, სადაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდნენ. იქვე დააარსა გამომცემლობა, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა. როგორც ფიზიკოსი, მუშაობდა იელის უნივერსიტეტშიც“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვალერი ჭალიძე იყო საბჭოთა კავშირში პირველი ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პუბლიცისტი და ფიზიკოსი. ის 2018 წელს, აშშ-ში გარდაიცვალა. საბჭოთა პოლიტიკურ ცხოვრებასა და კანონებს მან არაერთი წიგნი მიუძღვნა.

 

1985 წელს ვალერი ჭალიძემ მაკარტურის ფონდისგან პრესტიჟული ჯილდო, ადამიანის უფლებათა დაცვის გენიოსის წოდება მიიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი