logo_geo
„გამოფენა მეგობრებისთვის“ – „ორანჟერეამ“ ზურაბ გომელაურის ფერწერულ ნამუშევრებს უმასპინძლა
- +

27 თებერვალი. 2019. 11:54

 

 

„გამოფენა მეგობრებისთვის“ – ასე ერქვა ზურაბ გომელაურის ერთდღიან გამოფენას, რომელსაც რესტორანმა „ორანჟერეამ“ უმასპინძლა. სიყვარულის თემაზე შექმნილმა 22 ნამუშევარმა დამთვალიერებელს ერთი საღამო გაულამაზა.

 

 

როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა,  „ორანჟერეაში“, ძირითადად, სიყვარულის თემაზე ზეთით, აკრილით და შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

 

 

„ქორწინების, ნეფე-დედოფლის, შეყვარებულების, მეგობრობის თემა – რაც მიყვარს, ყველაფერი გამოიფინა. ნამუშევრებზე გამოსახულები არიან, ძირითადად, შეყვარებულები… ამის გარდა, გამოიფინა კიდევ რამდენიმე ნატურმორტი, სიუჟეტები სახარებიდან  – „შობა“, „ხარება“, ქართულ თემატიკაზე შექმნილი  ლურჯი კომპოზიციები,  ქართული ორნამენტიკა  და სიმბოლიკა,   ხალიჩებივით აწყობილი რამდენიმე აბსტრაქტული კომპოზიცია.

 

ეს საღამო  თაკო დოლაბერიძის ორგანიზებით გაიმართა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მობრძანდა“, – აღნიშნა მხატვარმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი