logo_geo
ნიკო ფიროსმანის ნახატები ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება
- +

28 თებერვალი. 2019. 02:24

 

 

ნიკო ფიროსმანის ნახატები საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება. ნამუშევარს დამთვალიერებლები 2 მარტიდან იხილავენ. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრის ნამუშევრები ვინსენტ ვან გოგის ნახატებთან ერთად ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.


პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად მსოფლიოსთვის ქართველი მხატვრის უკეთ გაცნობას ისახავს. ამავდროულად, გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, „Infinitart Foundation Vienna“ და არლში ვინსენტ ვანგოგის მუზეუმია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვენაში, ალბერტინას მუზეუმში იყო წარმოდგენილი. გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნა.

 

 

big_banner
არქივი