logo_geo
ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა
- +

1 მარტი. 2019. 22:19

 

 

პირველ მარტს საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინა.

 

ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი.

 

 

 

ფიროსმანის გამოფენა, სახელად „ნიკო ფიროსმანი — სამყაროთა შორის მოხეტიალე" - თავდაპირველად ვენაში, ალბერტინას მუზეუმში პიკასოს, კლოდ მონეს და ედვარდ მუნკის შემოქმედებასთან ერთად იყო წარმოდგენილი. იგივე ნამუშევრები გამოიფინა საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმშიც.

 

 

ნიკო ფიროსმანის 29 ნამუშევრის გვერდით დამთვალიერებელი ვინსენტ ვან გოგის ექვს ნამუშევარს იხილავს. მათ შორისაა ისეთი შედევრები, როგორებიცაა "არლელი ქალი", "ხის მჭრელი", "ფეხსაცმელები", "მთესავი ჩამავალი მზის ფონზე" და სხვა.

 

მუზეუმი გამოფენას პირველი ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი