logo_geo
ნინო ქათამაძე საიუბილეო კონცერტს მოსკოვში მართავს
- +

11 მარტი. 2019. 15:33

 

 

„მომღერალი ნინო ქათამაძე საიუბილეო კონცერტს მოსკოვში მართავს“, - ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ „რედ კასაში“ უდასტურებენ.

 

კონცერტები 29-30 მარტს „ვეგას სითი ჰოლშია“ დაგეგმილი და ის ქართველი ვარსკვლავის სცენაზე დგომის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. მომღერალს ტელეფონი გამორთული აქვს. როგორც ამბობენ, საქართველოში არ იმყოფება. მეგობარი კოლეგები კი მოსკოვის საიუბილეო კონცერტის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 

„თვითონ მითხრა, რომ კონცერტი აქვს, მაგრამ სად და როგორ, დეტალები არ ვიცი“,  -განაცხადა მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ.

 

„არაფერი არ ვიცი. შვებულებაში ვარ...“ - აღნიშნა მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა.

 

ინფორმაციას არც ნინოს ქმარი, ექიმი დავით ლოლაძე ადასტურებს.

 

„სადმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინოს მდივნად ვმუშაობ? არაფერი არ ვიცი“, - აღნიშნა ქათამაძის მეუღლე დავით ლოლაძემ.

 

„პრაიმტაიმს“ პოსტერზე მითითებულ ნომერზე ინფორმაცია დაუდასტურეს.

 

„29-30 მარტს ნინო ქათამაძეს კონცერტი „ვეგას სითი ჰოლშია“. ნინოს სცენაზე დგომის 20 წლის იუბილე აქვს, კონცერტიც ამის აღსანიშნავადაა დაგეგმილი. არ ვიცით, ვისთან ერთად იმღერებს. როგორც წესი, საიუბილეო კონცერტზე ვიღაცას ეპატიჟებიან ხოლმე. საკონცერტო პროგრამა ჩვენ არ გვაქვს“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ „რედკასას“ წარმომადგენელმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი