logo_geo
ქართველი რეჟისორი სალომე კალანდია და პიტერ ვებერი „ნეტფლიქსის“ სერიალზე იმუშავებენ
- +

12 მარტი. 2019. 17:10

 

ქართველი რეჟისორი სალომე კალანდია მედიაპროვაიდერისთვის „Netflix“ ისტორიულ სერიალს გადაიღებს.  ის პროექტზე ცნობილ ბრიტანელ რეჟისორ პიტერ ვებერთან ერთად იმუშავებს.

 

როგორც გამოცემა „თორმეტი“ წერს, სერიალი ქართველ ბიჭზეა, რომელსაც მოიტაცებენ და კაიროში მამლუქად წაიყვანენ, ამბის თხრობა კი საქართველოდან იწყება. როგორც ცნობილია, მთავარ როლს ჰოლივუდში მოღვაწე ეგვიპტელი მსახიობი შეასრულებს და 50 ეპიზოდი იქნება.

 

პიტერ ვებერი სალომე კალანდიას თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე შეხვდა, მოგვიანებით კი სამუშაოდ მიიწვია. ქართველი რეჟისორი ისტორიული სერიალის გადაღების პროცესში, მისი დამხმარე რეჟისორი იქნება.

 

 

 

 

big_banner
არქივი