logo_geo
ფილმ „მეფე ლომის“ პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა
- +

10 აპრილი. 2019. 17:41

 

ფილმ „მეფე ლომის“ პირველ ოფიციალურ ტრეილერს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა,  უკვე ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს.

 

„მეფე ლომის“ ეკრანიზაციაზე კომპანია „დისნეი“ მუშაობს.

 

ფილმს ვარსკვლავური შემადგენლობა გაახმოვანებს: პუმბა – სეტ როგენი; სიმბა – დონალდ გლოვერი; კამარი – მაიკლ კეი; მუფასა – ჯეიმს ერლ ჯონესი; ნალა – ბიონსე.

 

სურათის პრემიერა 19 ივლისს არის დაგეგმილი.

 

აღსანიშნავია, რომ „მეფე ლომი“ ანიმაციის ისტორიაში ყველაზე პოპულარული და აღიარებული ფილმია. მულტფილმმა მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ხოლო სიმღერამ, Can You Feel The Love Tonight, რომელიც „მეფე ლომის“ ოფიციალური საუნდტრეკია, ოსკარი დაიმსახურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი