logo_geo
გიორგი დანელიაზე გადაღებული ფილმის ავტორი გარდაიცვალა
- +

13 აპრილი. 2019. 19:16

 

რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მუშაკი სერგეი სტრახოვი 11 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

სტრახოვმა 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1972 წელს კი რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК).

საქართველოში მუშაობდა კინოსტუდია  „Центрнаучфильм“-სა და ტელეარხის „კულტურის“  დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში.

 

„1966 წელს შექმნა სადებიუტო ფილმი „მე და ჩვენ“. ამას მოჰყვა სატირული კინოჟურნალი „ფითილის“ სიუჟეტი, „თბილისური აივნების შემოდგომა“, „ავტომობილით გამოცდა“, „ესენინი საქართველოში“ და მრავალი სხვა.

 

სერგეი სტრახოვის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი გახლდათ „დანელიას ქვეყანა“ (2004 წ), რომელიც 4 აპრილს გარდაცვლილი რეჟისორის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავდა. სერგეი სტრახოვს 13 აპრილს დაკრძალავენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი