logo_geo
გალერეა „ოპიზარში“ ახალგაზრდა მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა
- +

15 აპრილი. 2019. 22:41

 

ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი ჭიღლაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“

 

გიორგი ჭიღლაძე დაიბადა 1977 წლის 21 მაისს, ქუთაისში. 1995 წელს დაუსწრებლად დაამთავრა მოსკოვის სახალხო უნივერსიტეტის დაზგური ფერწერის, ხოლო 2001 წელს - ქუთაისის გრიგოლ ხანძთელის სახელობის პედაგოგიკისა და ხელოვნების ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. ამავე წლიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში. 1999 წელს დააფუძნა არტ კლუბი „მესამე კლასის ვაგონი“. მისი ორგანიზებით ეწყობოდა შეხვედრები, გამოფენები - ქუჩასა თუ ტრანსპორტში, ლიტერატურული საღამოები და სხვა.

 

პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო 1995 წელს ქუთაისის ფოტო-ტელე მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, 2001, 2009, 2010 წლებში დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში, ხოლო 2016 წელს გალერეა „ვარლაში“. 2008 წელს პერსონალური გამოფენა მოეწყო საფრანგეთის ქალაქ რენის კულტურის ცენტრში. გიორგი თბილისში, ბათუმსა და გორში გამართული ჯგუფური გამოფენების, 2002 წელს გერმანიის ქალაქ ბონის, 2013 წელს შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმის, 2017 წელს მოსკოვის ვერნისაჟების და 2018 წელს იტალიის ქალაქ კოზენცის პლენერის მონაწილეა.

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

big_banner
არქივი