logo_geo
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ის ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში
- +

16 აპრილი. 2019. 00:43

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება. ის ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კათედრალური ეკლესიაა და აღმართულია კუნძულ სიტეზე. მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს. ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა.

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრდებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი