logo_geo
გიორგი თავართქილაძის ფილმმა „ცუდი ხალხი“ ლონდონში კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა
- +

17 აპრილი. 2019. 18:40

 

გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ ლონდონში, „დისქოვერ ფილმ ფესტივალზე“ (Discover Film Festival) საუკეთესო დრამატული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

 

ფილმი საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენებსა და იმ პერიოდის რამდენიმე რეალურ ამბავს გვიყვება. გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ მოკლემეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმია.

 

შეგახსენებთ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა ჰონგ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე 25 მარტს გაიმართა. ასევე, „ცუდი ხალხი“ ლოს-ანჯელესის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პრიზიორია.

 

 

 

 

big_banner
არქივი