logo_geo
საგანგაშო ინფორმაცია - რა ბედი ელის ოპერის თეატრის უნიკალური ფარდის ავტორის სახელოსნოს?
- +

22 აპრილი. 2019. 23:20

 

 

მთაწმინდის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის, სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, ილუსტრატორის, ფერმწერისა და თეატრის მხატვრის, სერგო ქობულაძის სახელოსნო, რომელიც თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს და დღეს მხატვრის შვილიშვილის, ელისაბედ ქობულაძის საკუთრებაშია, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა სხვა მესაკუთრის ხელში გადავიდეს.

 

ხორგუანი განმარტავს, რომ ელისაბედ ქობულაძე ხსენებულ სახელოსნოს ჰყიდის, რის გამოც, არსებობს საფრთხე, სახელოსნოს ავთენტური სახე დაეკარგოს და ცნობილი ქართველი მხატვრის ნივთები სხვადასხვა კერძო პირის ხელში აღმოჩნდეს ან სულაც განადგურდეს.

 

თავად ელისაბედ ქობულაძე აღნიშნავს, რომ სახელოსნოში დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი მხატვრის მიერ მოწყობილი სივრცე: სხვადასხვა დანადგარი, მულაჟები, ფუნჯები, ის იარაღები, რომლითაც მუშაობდა, სერგოს ხელით გაკეთებული მაგიდა, თაროები.  სახელოსნოშია დაცული მისი უკანასკნელი ნამუშევარიც, ოპერის ფარდის დაუმთავრებელი ესკიზი. აქვეა, ფოტოლენტების გასამჟღავნებელი აპარატი, კერამიკული ღუმელი, სათევზაო ინვენტარი. ქობულაძის სახელოსნოში ინახება სხვა ხელოვანთა ნამუშევრებიც, მაგალითად: ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული სერგოს პორტრეტი, ზაქარია მაისურაძის კერამიკული პანო, შებოევის დახატული სერგოს პორტრეტი.

 

როგორც აღმოჩნდა, სახელოსნოს დღევანდელი მესაკუთრე, ფართის გაყიდვის მიზნით,  უძრავი ქონების სხადასხვა სააგენტოს უკვე დაუკავშირდა და ნასყიდობის ფასი (სახელოსნოს სრული ინვენტარით)  130 000 დოლარად განსაზღვრა.

 

„ვიდრე სახელოსნო სხვა კერძო მესაკუთრის ხელში გადავა და იქ არსებული ნივთები დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, გვაქვს შესაძლებლობა, გამოვისყიდოთ, გადავარჩინოთ და სერგო ქობულაძის სახელობის მემორიალური სახელოსნო-მუზეუმი დავაარსოთ. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართავ თხოვნით, შეისყიდოს სერგო ქობულაძის სახელოსნო. სწორი მოვლისა და მართვის შემთხვევაში, ის ტურისტულად მიმზიდველი გახდება და ადგილს საერთაშორისო დონის მუზეუმთა შორის დაიკავებს. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, მერიამ და სამინისტრომ ერთობლივად იმუშაოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელოსნოდან თბილისზე არაჩვეულერბივი ხედი იშლება.  რაც შეეხება განათლების სამინისტროს ჩართულობას, სახელოსნო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის უნდა იქნას გამოყენებული“, - აღნიშნავს დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი.

 

აქვე, ინფორმაცია არქივიდან: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ შეასრულა საზეიმო ფარდა (1960) რომელშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა. მარტო ესკიზზე მუშაობას რამდენიმე წელი მოანდომა, (გააკეთა სხვადასხვა ვარიანტი), შემდეგ კი თვითონვე განახორციელა ესკიზი, გამოიყენა მრავალფენიანი ფერწერის ტექნიკა. მიუხედავად დეტალების გულდასმის დამუშავებისა, შენარჩუნებულია კოლორიტული მთლიანობა, მონუმენტალურობა, მიღწეულია ფარდის განსაკუთრებული, თეატრალურად საზეიმო ხასიათი. საზეიმო ფარდაზე იმუშავა რამდენიმე წელი. ის იატაკზე დაფენილი ხატავდა. იატაკიდან რომ აიღეს დაკიდეს და იყო ამ ფარდის გახსნა ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ ხალხი ერთი საათი ტაშს უკრავდა. ფარდა იყო შესრულებული ტემპერაში პიგმენტებით და კვერცხის გულით. მეორე დღეს ხატვის გაკვეთილზე მოვიდა ჩვენ მიულოცეთ ყვებოდა მხატვარი რადიშ თორდია. სერგომ გვითხრა, თქვენ პირველები ხართო, ვინც მომილოცა. ბოლოს უნდოდა პერსონალური გამოფენის გაკეთება 70 წელთან დაკავშირებით. დაგვიბარა მე და გოგი, ნამუშევრბი არა მაქვს, ნახევარ დარბაზს ძლივს გავავსებო. ვერაფერი მოვასწარიო, ის ნერვიულობდა ფარდის დაწვს რომელსაც დიდი დრო მოანდომა. ხელთავიდან დაიწყო ფარდაზე მუშაობა მაგრამ არ დასცალდა ის 68 წლის ასაკი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი