logo_geo
„თეთრი ქარავანი" - ელდარ შენგელაიას ფილმს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ
- +

26 აპრილი. 2019. 23:35

 

 

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი თეთრი ქარავანი კანის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი  ავრცელებს.

 

„ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი თეთრი ქარავანი 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება.თეთრი ქარავანი სექციაში Cannes Classics იქნება ნაჩვენები.

 

ფილმის გადაღება 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. თეთრი ქარავანის სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ'', - ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი