logo_geo
ცნობილია, ვინ დაწერს ქულებს „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით
- +

30 აპრილი. 2019. 18:45

 

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს ოფიციალური ჟიურის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ჟიურის 200 წევრთან ერთად საქართველოს სახელით ქულებს ხათუნა კობერიძე, სოფო ტოროშელიძე, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა დაწერენ.

 

შერჩეული ჟიური კონკურსანტებს ოთხი ძირითადი ასპექტით შეაფასებს: ვოკალი, პერფორმანსი, სიმღერა და ნომრის საერთო შთაბეჭდილება. ჟიურის თითოეული წევრი ყველა ქვეყანას აფასებს, გარდა საკუთარი ქვეყნისა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჟიურის როლი 50%-იანია და ის ტელემაყურებლის ხმებთან ერთად ჯამდება.

 

„ევროვიზია 2019“ თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს. ის ევროპელი მაყურებლის წინაშე რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.

big_banner
არქივი