ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე და ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.