logo_geo
საქართველო „ევროვიზია 2019“-ის ფინალში ვერ გადავიდა
- +

15 მაისი. 2019. 01:34

 

 

დღეს თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღება ისრაელისკენ იყო მიმართული, რადგან „ევროვიზია 2019“-ის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა.

 

მიუხედავად მილიონობით მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი ნომრით გამოსვლისა, სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ მაყურებლისა და ჟიურის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, ფინალშიც ვერ მოხვდა.

 

ოთომ რომა გიორგაძის სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.

 

ფინალის საგზური კი საბერძნეთის, ბელარუსის, სერბეთის, კვიპროსის, ესტონეთის, ჩეხეთის ავსტრალიის, ისლანდიის, სან მარინოს და სლოვენიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

 

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2019-ის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალური შოუ კი 18 მაისს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი