logo_geo
სტოკჰოლმში დათო მაღრაძის წიგნის „ჯაკომო პონტის“ პრეზენტაცია გაიმართა
- +

28 მაისი. 2019. 17:13

 

 

სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, 27 მაისს, ქართველი პოეტის, დათო მაღრაძის წიგნის „ჯაკომო პონტის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

„ჯაკომო პონტი“ შვედურად თარგმნეს მანანა კობაიძემ და კრისტიან კარლსონმა, რომელიც გასულ წელს გამოსცა შვედურმა გამომცემლობამ „Smockadol“l.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავად პოეტმა დათო მაღრაძემ და გამომცემელმა და მთარგმნელმა კრისტიან კარლსონმა. ქართველი პოეტი წარადგინა შვედეთის მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა ანეტ როსენგრენმა.

 

 

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. გამომცემელმა კრისტიან კარლსონმა ისაუბრა დათო მაღრაძის შემოქმედების შესახებ, ქართული პოეზიის თარგმნის სირთულეებსა და გამოწვევებზე. სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს გუნდმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორიც დათო მაღრაძეა.

 

 

გამომცემელმა კრისტიან კარლსონმა და თავად პოეტმა წაიკითხეს ლექსები კრებულიდან შვედურ და ქართულ ენებზე. სტუმრებს შორის იყვნენ შვედი მწერლები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, შვედეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი პოეტი ზურაბ რთველიაშვილი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

 

ღონისძიება განხორციელდა შვედეთის მწერალთა კავშირის, საქართველოს საელჩოსა და გამომცემლობა „Smockadoll“-ის თანაორგანიზებით.

 

 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა მიღება ქართული ღვინითა და კერძებით. პრეზენტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი