logo_geo
ქართული ფილმის მსახიობი კანის ფესტივალის აღმოჩენად დასახელდა
- +

10 ივნისი. 2019. 14:52

 

ლევან გელბახიანი ფრანგულმა გამოცემამ კანის ფესტივალის აღმოჩენად დაასახელა. სიაში, სადაც 12 პირია, ქართულ-შვედური ფილმის „And Then We Danced“ მთავარი როლის შემსრულებელი საპატიო ადგილს იკავებს.

 

„And Then We Danced“ - ქართული გეი დრამის ტრეილერს Indiewire აქვეყნებს.

 

ფრანგული გამოცემა ლევან გელბახიანზე წერს, რომ ის ნიჭიერი მსახიობია, ფილმი კი გვაჩვენებს მოცეკვავის თავგადასავალს და ქართულ გეი-რომანს.

 

 

 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „And Then We Danced“-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი