logo_geo
18 ივნისს მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა „ფლორიოგრაფია“ გაიხსნება
- +

14 ივნისი. 2019. 18:30

 

18 ივნისს, 19:00 საათზე,  გალერეა „ვერე“-ში,  მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა სახელწოდებით „ფლორიოგრაფია“  გაიხსნება. გამოფენაზე, ფლორიოგრაფიის თემაზე შექმნილი, 40-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

 

ფლორიოგრაფია კრიპტოლოგიური კომუნიკაციის ხერხია, რომელშიც ყვავილებს გამოიყენებენ. აღნიშნული ხერხი სხვადასხვა კულტურებში გამოიყენებოდა. თითო ყვავილი კი კონკრეტული კულტურის მიერ მინიჭებული უნიკალური სიმბოლოს მატარებელი იყო.

 

ამას გარდა, ფლორიოგრაფია საიდუმლო გრძნობების ენაა, რომლის მეშვეობითაც  ადამიანებს საზოგადოების მიერ ტაბუდადებულ თემებზე საუბარი შეუძლიათ, რაც თავისუფლებისთვის ბრძოლის და საკუთარი თავის მიღების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხერხია. 

„ფლორიოგრაფია“ მარიამ ყანდიაშვილის მე-5 პერსონალური გამოფენაა, რომელიც 18 ივნისს გაიხსნება და 21 ივნისამდე გასტანს. ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების ნახვა მსურველებს სიმონ ჯანაშიას #9 ში (გალერეა „ვერე“) შეეძლებათ.

 

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/357115151662473/

 

 

big_banner
არქივი