logo_geo
გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა
- +

2 ივლისი. 2019. 02:55

 

 

ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს. იგი 59 ქვეყნიდან არჩეულ 842 ადამიანს შორის ერთ-ერთია. ამის შესახებ კინოაკადემიის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

 

გიორგი შველიძესთან ერთად ამერიკის კინოაკადემიის წევრები ისეთი ცნობილი ადამიანები არიან, როგორებიც ლედი გაგა, ტომ ჰოლანდი და კლერ ფოია.

 

2017 წელს ამერიკის კინოაკადემიის წევრები გახდნენ რეჟისორები ნანა ჯორჯაძე და ზაზა ურუშაძე.

 

გიორგი შველიძე კინოფილმ „ნამეს“ ოპერატორია. რამდენიმე თვის წინ მან ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთვარი პრიზიც მიიღო.

 

 

big_banner
არქივი