logo_geo
„Queen“-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს
- +

23 ივლისი. 2019. 15:52

 

 

ბრიტანული როკ-ჯგუფის „Queen“-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

 

ეს სიმღერა ჯგუფის სოლისტმა ფრედი მერკურიმ 1975 წელს დაწერა. თავდაპირველად ის სინგლის სახით გამოვიდა, შემდეგ კი მასზე ვიდეორგოლი გადაიღეს. გამოსვლიდან პირველ კვირას ის ბრიტანული ჰიტ-აღლუმის ლიდერი გახდა.

 

ლეგენდარული ჯგუფის წევრები გულშემატკივრებს მადლობას უხდიან და აანონსებენ, რომ მათ ახალ ვიდეორგოლებში სწორედ ფანები მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი