logo_geo
საქართველოში ბრიტანულ ფილმს გადაიღებენ
- +

24 ივლისი. 2019. 11:19

 

საქართველოში ბრიტანულ ფილმს გადაიღებენ, რომელზეც საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯება. ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორი აცხადებს, რომ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში არაერთი მიმდინარე და პერსპექტიული პროექტია და სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად ინტერესდებიან საქართველოთი.

 

„ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს „ბოლივუდთან“, გვაქვს ბევრი პროექტი, უშუალოდ გადაღების პროცესში, ასევე პროექტები, რომლებზეც შემოსულია აპლიკაციები. არის ერთი ბრიტანული ფილმი, რომელზეც ასევე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯება. შესაბამისად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროგრამამ მიიღო ძალიან მასშტაბური ხასიათი და სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ძალიან აქტიური დაინტერესება“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა .

 

ამასთან, მიხეილ ხიდურელის თქმით, „ფორსაჟი 9“–ის ეპიზოდის გადაღება საქართველოში ზაფხულში დაიწყება.

 

„გადაღებები ზაფხულში დაიწყება. ჰოლივუდი დაახლოებით 31 მილიონ ლარს დახარჯავს, თუმცა ეს თანხა შეიძლება იყოს ამაზე მეტიც. ეს 31 მილიონი არის ის თანხა, რომელიც ჯერჯერობით ვიცით, რომ შემოვა საქართველოს ბიუჯეტში. დაიხარჯება იმაზე, რომ იქირაონ ქართული ტექნიკა, სერვისი გაუწიოს ქართულმა კომპანიამ, დარჩნენ ქართულ სასტუმროებში, ამიტომ ეს ის თანხაა, რომელიც ხმარდება ქართულ ეკონომიკას“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი