logo_geo
ბრედ პიტი კვლავ შეყვარებულია
- +

22 ნოემბერი. 2016. 00:00



პრიტანული მედიის ცნობით, ბრედ პიტის რჩეული მსახიობი, მარგო რობი გახდა. დღემდე წყაროების მიხედვით მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ პიტის ახალი რჩეული ასევე მსახიობია, რომელიც პოპულარობით ანჯელინა ჯოლის არ ჩამოუვარდება.


წყაროების ცნობით, დრამატული განშორების შემდეგ ბრედმა მდგომარეობიდან გამოსვლა მარგოს წყალობით შეძლო. ამბობენ, ბრედზე ახალი შეყვარებული იმდენად კარგად მოქმედებს, რომ ახლა სავსეა ოპტიმიზმით, საზოგადოებაში გამოჩნდა და ახალი ფილმის „მოკავშირეები" წარდგენაშიც მიიღო მონაწილეობა.


თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ პიტი ბოლო დროს უკეთ გამოიყურება.


ამტკიცებენ იმასაც, რომ ბრედ პიტი მარგო რობის მიმართ სიმპატიას ჯოლისთან განშორებამდეც ავლენდა. მსახიობის ყოფილ ცოლს კი ეს ჭკუიდან შლიდა.


ახლა, როცა პიტმა განქორწინებას ოფიციალური სახე მისცა, მთლიანად მარგო რობიზე გადაერთო.


პიტს არც ის ფაქტი აფერხებს, რომ მისი ახალი რჩეული, უკვე წლებია სცენარისტ, ტომ ეკერლის ხვდება.


 

 

 











 

big_banner
არქივი