logo_geo
ქართული ღვინო ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის ჩამონათვალში მოხვდა
- +

30 ივლისი. 2019. 13:30

 

ბრიტანული გამოცემა „The Independenet“ ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის სიას აქვეყნებს, რომელიც სტატიის ავტორის აზრით, დიდ ბრიტანეთს ხისტ ბრექსიტს „გადაატანინებს“.

 

ევროპული ღვინოები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის შეირჩა. ჩამონათვალში, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა: თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, შვეიცარია და მაკედონია, ორი ქართული ღვინო მოხვდა - „ოროველას“ „საფერავი 2008“ და „იბერიულის“ „ქისი 2017“, ქვევრის ქარვისფერი ღვინოს სახელწოდებით.

 

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებზე, სადაც  ღვინის დაყენების უძველესი კულტურა არსებობს. ავტორის თქმით, ისინი ღვინის დასამზადებლად ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს იყენებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი