logo_geo
„ბლექ სი არენაზე“ ჯესი ჯეის კონცერტი მიმდინარეობს
- +

6 აგვისტო. 2019. 23:43

 

 

შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, ჯესი ჯეის (Jessie J) კონცერტი დაიწყო.

 

ჯესი ჯეი მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით („Who You Are“) გაიცნო. ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ ჯესი ჯეისმ ზედიზედ ორი ალბომი გამოსცა, რომლებმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

 

2014 წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „Bang Bang“, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად. ტრიოს ახალმა მუსიკალურმა ნამუშევარმა არაერთი ქვეყნის ათეულში წამყვანი პოზიციები დაიკავა და ექვსგზის პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

 

2019 წელს ჯესი ჯეი განაგრძობს მსოფლიო ტურნეს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს.

 

„ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, დღეს მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ელოდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი